2021-01-06 15:18:25, 1438 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა
ბათუმში, კლინიკა ბაუ-ში, კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში დაუდასტურეს, სადაც გოგონა 12 დეკემბრიდან მკურნალობდა.
"12 დეკემბერს შემოიყვანეს კლინიკაში, უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, 26 დეკემბრის მერე იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და დღეს 12 საათისთვის გარდაიცვალა", - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან