2021-01-05 21:01:05, 1347 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთში კორონავირუსის 14 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 194 პირი
თურქეთში კორონავირუსის 14 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 194 პირი, - აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კოვიდ19-ის 2 270 101 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი, 21 879-ს შეადგენს.
ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ე.წ კომენდატის საათია გამოცხადებული. ამასთანავე, დასვენების დღეებში, მოქმედებს სრული კარანტინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,