2021-01-05 11:22:35, 1271 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 160 544 დაინფიცირდა. მათგან 145 759 უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 2 878-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,