19:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-15 11:47:38, 736 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევთან ყარაბაღის ქრისტიანული ეკლესიების დაცვაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბრისას, მთიან ყარაბაღში მდებარე ქრისტიანული ეკლესიების დაცვაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.

მისივე ცნობით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყარაბაღის კონკრეტული  რეგიონები აზერბაიჯანის შემადგენლობის ნაწილად აღიარებულია, თუმცა იქ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ  და ასევე აქ მდებარეობს ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები, რომელზეც აზერბაიჯანულმა მხარემ სათანადოდ უნდა იზრუნოს და ყველანაირი საშიშროებისგან დაიცვას.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყარაბაღში ომი დასრულდა ხელი სამშაბათს მოეწერა და აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის გარკვეული ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა. 

ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალები 5 წლის ვადით განლაგდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics