|
2020-11-10 04:42:29, 3855 ნახვა
მსოფლიო
შეთანხმების ტექსტი - სომხეთი მთიან ყარაბაღს თმობს
სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტაზე მთიან ყარაბაღში, რასაც ნიკოლ ფაშინიანმა უწოდა „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება. „ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვაცხადებთ შემდეგს: 1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტა და საბრძოლო მოქმედებების დასრულება ცხადდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან. 2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე. 3. მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით. 4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა – ხუთი წელი, ავტომატური განახლებით შემდეგი ხუთი წლის პერიოდისთვის, თუკი არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. 5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს. 6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს კელბაჯარსკის რაიონს დაუბრუნებს, პირველ დეკემბრამდე კი ლაჩინსკის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინსკის კორიდორს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის კორიდორით მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს. 7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიები გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა. 8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება. 9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განბლოკილია. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაუწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელ გადაადგილებას ორივე მიმართულებით. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)