16:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 02:43:32, 1197 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ნათელია, რომ იმდენ შტატს ვიგებთ, რომ საარჩევნო კოლეგიაში 270 ხმა მივიღოთ

ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენი იმედოვნებს, რომ როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, გამარჯვება სწორედ მას დარჩება.

"ნათელია, რომ იმდენ შტატს ვიგებთ, რომ საარჩევნო კოლეგიაში 270 ხმა მივიღოთ. აქ გამარჯვების გამოსაცხადებლად არ ვარ. იმის სათქმელად ვარ, რომ გვჯერა, რომ დათვლა როდესაც დასრულდება, გამარჯვებულები ვიქნებით.

დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებულები ვიქნებით. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი გამარჯვება. ეს ყველას გამარჯვება იქნება. ამერიკის გამარჯვება. ამ გამარჯვების შემდეგ არ იქნება წითელი და ლურჯი შტატები. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები". - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მერყევ შტატებში, ვისკონსინში და მიჩიგანში გამარჯვება დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა. 

ვისკონსინში მონაცემებით, დათვლილია ხმების 95%, ბაიდენმა მათი 49.6% მოიპოვა, რამაც მას საკმარისი ხმა მოუტანა შტატში გამარჯვებისათვის.
მიჩიგანში 49.8 % ჯო ბაიდენს აქვს ხოლო მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 48.6 %. ამჟამად დათვლილია, ხმათა 97 პროცენტი. შესაბამისად 16 საარჩევნო კოლეგიის წევრი, ბაიდენის ყულაბაში ჩავიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics