21:19 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 15:28:55, 745 ნახვა

კომენტარი
კობახიძე დავით-გარეჯის საქმეზე - ასეთი დანაშაულის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მაღალი რანგის თანამდებობის პირია

ასეთი დანაშაულის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მაღალი რანგის თანამდებობის პირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ  დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეში მნიშვნელოვანია გაირკვეს ვის ეკისრება მაღალ დონეზე პასუხისმგებლობა.

„თუ აქ სახეზეა დანაშაული, ამ დანაშაულს სჭირდებოდა მომზადება და შემდეგ აღსრულება. აღსრულებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ თუ დანაშაული არსებობს, არა დაბალ დონეზე დარჩეს პასუხისმგებლობა, არამედ მთავარი პასუხისმგებელი ბუნებრივია, ასეთი დანაშაულების შემთხვევაში არის მაღალი რანგის თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გაირკვეს ვის ეკისრება მაღალ დონეზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics