12:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 14:41:41, 1113 ნახვა

კომენტარი
აფგან მუხთარლი: საქართველოს საკონსულო და ავიახაზები თბილისში ჩამოსვლაში ხელს მიშლიან

„საქართველოს საკონსულო და ავიახაზები თბილისში ჩამოსვლაში ხელს მიშლიან”, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, გაიგეს რომ თბილისში მოდის და ახლა მისი შეჩერება სურთ.

„გერმანიაში აეროპორტში საქართველოს საკონსულო და ავიახაზები თბილისში ჩამოსვლაში ხელს მიშლიან. მათ ნახეს ჩემი დოკუმენტები და თქვეს, რომ წესრიგში არაა. ეს არ შეესაბამება სიმართელს. როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და ახლა სურთ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იყო მითიტებული. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე", - წერს აფგან მუხთარლი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩამოდის. მისი ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი დღეს პროკურატურაში გამოიკითხება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics