|
2020-09-25 12:19:47, 518 ნახვა
კომენტარი
გომელაური: უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში
შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა. ვახტანგ გომალაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ არსებობს წინა წლების სტატისტიკაც, მაშინ როცა ციხეში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა. „კრიმინალზე ძალიან ბევრჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული. სამწუხაროდ ხდება ინტერპრეტაციები ჩემი განცხადებების. ძალიან მარტივია, არსებობს ჩვენი ვებ-გვერდი სადაც არის ოფიციალური ციფრები, სადაც დევს არა მარტო ამ წლების,სხვა წინა წლების მონაცემებიც. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ კრიმინალმა მოიმატა და დაიქცა ქვეყანა, შევიდნენ და ნახონ ძველი ციფრები. ეს ციფრები ჩვენი მოგონილი არ არის და 2007-ში 2008-ში წელს ამ ციფრებს ჩვენ ვერ დავწერდით. ნახავთ თუ რამხელა სხვაობაა თუნდაც წინა წლებში, სულ კლებადი ვერ იქნება. ხანდახან იკლებს, ხან იმატებს. არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება ძველ მთავრობაში და ამ მთავრობაში, მაგრამ იძულებული ვარ ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში იჯდა 24 000 – 25 000 ადამიანი. დღეს ზის 9 000-მდე პატიმარიც არ არის. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი იჯდა ციხეში ადამიანი. კიდევ ვიმეორებ, არის საიტზე ციფრები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, არ სჭირდება ამას იურიდიული განათლება და ეკონომიკური განათლება და ა.შ. იყო 300, დღეს არის 100, ვთქვათ, პირობითად ვიძახი ამ ციფრებს. მესმის, რომ არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა და მით უმეტეს გაშუქებაც გააქტიურებულია, კრიმინალი ხდებოდა და ახლაც ხდება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)