14:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 11:46:39, 441 ნახვა

კომენტარი
გომელაური: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა გუშინ უფრო სუსტი იყო, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესახებ გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთი მოწყვლადია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. უკვე ორი-სამი წელია, რამდენიმე წელია რაც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად: შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან ერთად. ეს ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა, 2019 წელს შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების გაძლიერება, გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ, რომ აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრებისთვის, თუ სხვა ჯაშუშებისთვის შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან.

კიბერშეტევებზე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელი სამსახური და სპეცსამსახური იყო ჩართული, ვმუშაობთ  კოლეგებთან ერთად და მათთან გახსნილები ვართ, ინფორმაციას ერთობლივად ვცვლით.

სტრატეგია არსებობს, რა თქმა უნდა და მას მივყვებით. დღევანდელი ფორუმიც მაგის შედეგია, ხედავთ რა დიდი ინტერესია დღევანდელი დღის, ელჩების, ჩვენი პარტნიორებს მეგობრების დასწრება იმას მეტყველებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა არის ინტერესით ჩართული ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics