|
2020-09-25 11:05:59, 386 ნახვა
კომენტარი
სპეციალური პენიტენციური სამსახური - N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე ცილისწამებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო N8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით. მათივე განმარტებით, აღნიშნული განცხადება N8 პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობაა. „ამჯერად, 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები იმიტომ მიიყენა, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლისა და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუები. ადვოკატ კობაიძის განცხადებით: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის N8 პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მხრივ მიზანმიმართული აქტიურობით გამოირჩევა ადვოკატი კობაიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა და ამ მიზნით არ ერიდება არც ტყუილს, და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით მანიპულირებას. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გუშინვე იქნა მიწვეული კონკრეტული ფაქტების მისაწოდებლად (თუკი მას ასეთი გააჩნია) შესაბამის უფლებამოსილ უწყებაში, თუმცა მან დათქმულ დროს მოუცლელობის მიზეზით, განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტების მისაწოდებლად გამოცხადდება დღეს საღამოს. ამავდროულად, N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნოდარ ქინქლაძემ გუშინ მიმართა შესაბამის უწყებებს მის მიმართ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებაში მოცემული ფაქტების სასწრაფოდ შესწავლის მოთხოვნით. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნოდარ ქინქლაძე N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად უწყვეტად მუშაობს 2013 წლის მაისიდან და მას უკავშირდება გლდანში წინა ხელისუფლების დროს გამეფებული წამების მძიმე შედეგების წარმატებული ლიკვიდაცია და შემდგომ თითოეულ პატიმარზე ზრუნვა მისი კეთილდღეობისათვის. არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ძალების მიერ სწორედ ის იქნა შერჩეული დარტყმის ობიექტად. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პატიმრებითა და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირების მცდელობისაგან და არ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)