2020-09-19 14:33:55, 530 ნახვა
სამართალი
მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
ბესელიას ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,