21:38 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 12:23:56, 642 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის  განცხადებით, რაგბის მხარე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რაც სრულიად უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების დროს ფაქტობრივ და ფრომალურ საფუძვლებზე პრეტენზიას გამოთქვამს.

„რაგბის მხარე ითხოვს ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, რაც ბუნებრივია, სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. დავიწყოთ იმით, რომ მერაბ ბესელია თვითონ გამოცხადდა პოლიციის დაწესებულებაში ნებაყოფლობით, მისცა სრულყოფილი და ამომწურავი ჩვენება და დაეხმარა გამოძიებას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში. აღკვეთის ღონისძიების დროსაც გამოვთქვამთ პრეტენზიას როგორც ფაქტობრივ, ასევე ფორმალურ საფუძვლებზეც.

ფაქტობრივში იგულისხმება სწორედ ის ბრალი, რომელიც მას გუშინ წარედგინა და რომელიც სრულიად უსაფუძვლოა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩაიდინა მან და ამას აკეთებს იმაზე დაყრდნობით, რომ თითქოს დაზარალებულს შეეზღუდა პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, რაც არის სრული აბსურდი“, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ რაგბის კავშირში დაპირისპირება 3 დღის წინ მოხდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ ბესელია სამართალდამცველებმა მცხეთაში აიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics