|
2020-09-17 13:02:20, 739 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ე.წ „ბუზების ექსპერიმენტი“ მიმდინარეობს
თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ე.წ „ბუზების ექსპერიმენტი“ მიმდინარეობს საექსპერიმენტო მოქმედება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ხორციელდება. საგამოძიებო მოქმედებებს ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც ესწრება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ეკატერინა ქობესაშვილის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგად უნდა დადგინდეს, ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი მწერების სახეობა. „ორი თვის გასვლის მერე დაგვიკავშირდა გამოძიება. გვითხრა, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა მანქანაზე. რა მწერებია ამ მანქანაში აღმოჩენილი და არის თუ არა ბალახის ან სხვა მცენარის ნარჩენები. მისაღები გვაქვს სამედიცინო დასკვნაც“, - განაცხადა ქობესაშვილმა. ცნობისთვის, ბაჩალიაშვილების ოჯახმა დახურულ საკალმახე „ალგეთში“ ყოფნის დროს სავარაუდოდ იგივე სახის მწერები ნახა, რაც გარდაცვლილის ცხედარზე აღმოაჩინეს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)