|
2020-09-16 16:36:20, 935 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გატარებულ ანტიკრიზისულ ზომებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, თუმცა დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები. სსფ-ს მისია ამჯერად ვირტუალურად ჩატარდა და მთლიანად დადებითად შეაფასა სხვადასხვა უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები. მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებას; ფონდის მისია აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს, როგორც ჯანდაცვის სისტემის ნაწილში, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის პასუხების ეფექტურობის კუთხით. მისიის განცხადებით გადასახადების შემსუბუქება და მოწყვლადი სოციალური ფენების დახმარება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით; მისია მიესალმება, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას სტრუქტურული რეფორმების კუთხით - მათ შორის, პენსიების ინდექსირების, გადახდისუუნარობის კანონის მიღებას. ასევე, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს გადასახადების ადმინისტრირების, ფისკალური რისკების მონიტორინგისა და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მისიის შეფასებით, სტრუქტურული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ზრდის პოტენციალის შენარჩუნებისთვი", - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)