|
2020-09-16 15:20:51, 853 ნახვა
ეკონომიკა
დავით ბაქრაძე - ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება იქნება გრძელვადიანი, თუ კონკრეტული გამოსავალი არ მოიძებნა
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ლარის გაუფასურებას და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ეხმაურება. დავით ბაქრაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში და ლარი დღითიდღე უფასურდება. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის შეცვლას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც 31 ოქტომბერს მოვა. „ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ისედაც გაუფასურებულ ლარს დაემატა გაზაფხულზე არასწორი მენეჯმენტის შედეგად, მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა, დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელიც წელს აიღო მთავრობამ და ახლა ემატება ის უზარმაზარი საბიუჯეტო ვალდებულებები, რასაც არცევნების მოსაგებად კისრულობს ქართული ოცნება. ამიტომ, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება იქნება გრძელვადიანი, თუ არ მოიძებნა კონკრეტული გამოსავალი, ხოლო ეს გამოსავალი არის ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ცვლილებები უნდა გულისხმობდეს გადასახადების შემცირებას, სამთავრობო და ბიუროკრატიულო ხარჯების რადიკალურ შემცირებას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას და მთავრობის ხელში არსებული ქონების გადაცემას ხალხისთვის. ყველა ამ დრამატული ცვლილებების გარეშე, ლარის კურის გააგრძელებს დაცემას, ქვეყანა გააგრძელებს ეკონომიკურ კრიზისში კიდევ უფრო ღრმად შესვლას და ყველაფერი ეს არის შედეგი ქართული ოცნების ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის. ამ ვითარების შეცვლის ერთადერთი შანსი არის ოქტომბრის არჩევნებზე რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. საგულისხმოა ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ამ მძიმე კრიზისშიც კი, ლარის მუდმივ ვარდნაშიც კი, ეროვნული ბანკი არ ხსნის თავის რეგულაციას, რომლითაც ზღუდავს არამარტო ბანკებს, არამედ ზღუდავს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას. ისედაც მძიმე ეკონომიკურ ფონს და კრიზისს, ემატება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რომლითაც კიდევ უფრო იზღუდება ეკონომიკა. ეს ყველაფერი, სამთავრობო ხარჯები, ვალები, ბიუჯეტით აღებული საარჩევნო ვალდებულებები, უაზრო რეგუალიცები, რომლებიც ზღუდავს ეკონომიკას, მთლიანობაში არის საფუძველი ლარის გაუფასურების და ამის შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, გააუქმებს რეგულაციებს, შეამცირებს სამთავრობო ხარჯებს და ამ გამონთავისუფლებულ ხარჯებს გაუშვებს ეკონომიკაში იმისათვის, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და სწორედ, ამუშავებულმა ეკონომიკამ შეინახოს ლარი გამყარებულად და არა ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)