|
2020-09-15 11:33:53, 1033 ნახვა
სამართალი
გიორგი გელხაური - ბრალდების მხარე საქმის გამოძიებითა და რეალობის დადგენით დაინტერესებული არ არის
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ბრალდების მხარე საქმის გამოძიებითა და რეალობის დადგენით დაინტერესებული არ არის. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება არ აქვს. „სამი ადამიანი ჯდება მანქანაში და ამას, რა თქმა უნდა, თავად ბრალდებულებიც ამბობენ და ჩვენებას აძლევენ, ისევე როგორც ვასილ მახარაძე და დანარჩენი 2 ბრალდებული. რეალურად, დღეს ბრალდების მხარე არ არის დაინტერესებული, რომ რეალობა დაადგინოს და გამოიძიოს რა მოხდა იმ ღამეს. ის, რომ მათ საქმეში წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ამიტომ განხორციელდა საკნებში ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, რათა მოეპოვებინათ დამატებით რაიმე სახის მტკიცებულება, რომ იქნებ რამენაირად სასამართლოზე წარმოედგინათ. თუმცა, აქაც აღმოჩნდა, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა. შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)