|
2020-09-15 10:53:10, 726 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკს“ Mastercard-თან ერთად სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო, მათ საჭიროებაზე მორგებული კამპანიების წარდგენას. ამჯერად ბანკი Mastercard-ის მხარდაჭერით სტუდენტებს შემდეგ შეთავაზებას უკეთებს. დღეიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით სტუდენტები RGG-ის მაღაზიების ქსელში შოპინგისას, სტუდენტური ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, გადახდილი თანხის 20% პროცენტს უკან დაიბრუნებენ. ქეშბექის აქცია RGG-ის ქსელის 20 მაღაზიაში ისეთ ბრენდებზე ვრცელდება როგორიცაა: Zara, Mango, Bershka, Stradivarius, Pull & Bear, Marks & Spencer, US Polo, Oysho, Aldo, Massimo Dutti, Charles & Keith, Flormar, La Vie En Rose, Gap, La Senza, Clarks, Quiz, Accessorize, Ipekyol, Call It Spring. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალ სასწავლო სემესტრთან დაკავშირებით სტუდენტებს მათთვის სასიხარულო და სასურველ პროდუქციაზე შეძენისას განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ და Mastercard-ის მხარდაჭერით სტუდენტებს RGG-ის ქსელის 20 მაღაზიაში ქეშბექის აქცია შევთავაზეთ. აღნიშნული კამპანიით სარგებლობას სტუდენტური ბარათის ყველა მფლობელი შეძლებს. მადლობას ვუხდით Mastercard-ს რომლის ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთ საინტერესო აქციას ვიწყებთ. ჩვენი მიზანია, უკონტაქტო გადახდის მეთოდით, შოპინგის გამოცდილება კიდევ უფრო უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ; ამასთანავე, ვცდილობთ ჩვენი ბარათის მფლობელებს სისტემატიურად შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები და პრივილეგიები მათთვის ყველაზე სასურველ და მოთხოვნად ობიექტებში“, - აცხადებენ Mastercard-ში. „საქართველოს ბანკი“ Mastercard-თან ერთად სტუდენტური ბარათის მფლობელებს წლის ბოლომდე კიდევ შესთავაზებს საინტერესო აქციებს. აღნიშნული კამპანიით სტუდენტური ბარათის საჩუქრების სემესტრი დაიწყო. ინფორმაცია Mastercard-ის შესახებ: მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)