|
2020-09-14 16:41:05, 1239 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა და ბიზნესი მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებს
„პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას, ბიზნესი გააგრძელებს მუშაობას, ჩვენი კლინიკური სექტორი, ჩვენი ეპიდემიოლოგები ასევე გააგრძელებენ და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებენ პრევენციაზე და ვირუსის გამოვლენაზე მუშაობას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანას ადეკვატური შესაძლებლობა აქვს როგორც ტესტირების სიმძლავრეების, ასევე საავადმყოფოების თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააძლიეროს ის პირველი დადებითი ნიშნები, რომლებიც უკვე გაჩნდა ჩვენს ეკონომიკაში, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიისა. „მათ შორის თუნდაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა; ეკონომიკური ვარდნის ტემპის არსებითი შემცირება; ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდა, რაც უკვე ივნის-ივლისში შეინიშნება; მათ შორის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც ძალიან დიდი იმედით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას. ეს არის ადაპტაციის ეტაპის მთავარი არსი - ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად, ჩვენმა ეკონომიკამ მუშაობა გაგრძელოს პანდემიის მიუხედავად. ჩვენ, მთავრობა სრულად ვმართავთ ამ სიტუაციას და ვუზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების შეუფერხებელ გაგრძელებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა ამ სიტუაციაში კერძო სექტორის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად იცავს თითოეული კონკრეტული ბიზნესსუბიექტი და იქ დასაქმებული თითოეული ადამიანი დაწესებულ რეკომენდაციებს და წესებს. „მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება, ეს არ დაგვჭირდება, ასევე არ იგეგმება მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები, მაგრამ მოხდება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ კომპანიაში ინფიცირების შემთხვევები და მათი გავრცელება, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, იცავენ თუ არა წესებს ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლები", - განაცხადა მან.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)