|
2020-09-11 17:13:23, 2683 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო ბევრი შესაძლებლობების ქვეყნაა, სადაც მარტივად, სწრაფად და ბიუროკრატიის გარეშე ფუძნდება ახალი კომპანიები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს უმასპინძლა, რომლებიც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს აშშ-დან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთიდან ეწვივნენ. ლოკაციების კონსულტანტები საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნენ და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში მყოფი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრისას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ინვესტორების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგია გააცნო, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, თუმცა პანდემიამ მას ახალი თავისებურებები შესძინა. „მაგალითად, პანდემიის პერიოდში ჩვენ დავინახეთ და მსოფლიომ დაინახა, რომ ბევრი გლობალური კომპანია ფიქრობს იმაზე, რომ შეცვალოს თავისი წარმოების ლოკაცია და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფია. ჩვენ ამაში დავინახეთ შესაძლებლობა, რომ საქართველო შევთავაზოთ ასეთ ინვესტორებს და კომპანიებს საუკეთესო პლატფორმად, სადაც ისინი დააფუძნებენ ახალ კომპანიას, გადმოიტანენ არსებულ ბიზნესს, აქედან ივაჭრებენ მსოფლიოს 1/3-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით, დაამოკლებენ ლოგისტიკას და სხვა იმ უპირატესობებით ისარგებლებენ, რასაც ჩვენი საინვესტიციო გარემო სთავაზობს მათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ქართულმა მხარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში პირადად მოიწვია რამდენიმე ათეული ე.წ. ადგილმდებარეობის კონსულტანტი, ვინც სხვადასხვა გლობალურ კომპანიას აძლევენ რჩევას მათი ბიზნესის განთავსებასთან - გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ რუკაზე საქართველოც გაჩნდეს - შემდეგ უკვე ისინი საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას მიაწვდიან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიას, გლობალურ ბიზნესს. „ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები და მათ პირველი შთაბეჭდილება შეექმნათ საქართველოზე. რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნდნე, რომ საქართველო არის ბევრი შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, საკმაოდ კომფორტული იმისთვის, რომ აქ მარტივად, სწრაფად, გამჭვირვალედ, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე კეთდებოდეს ბიზნესი, ფუძნდებოდეს ახალი კომპანიები, რაც ბევრ საერთაშორისო რეიტინგშია ასახული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)