20:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 15:06:36, 2162 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკური თავისუფლება ის თავისუფლებაა, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა ბიზნესს მოუტანა

„ეკონომიკური თავისუფლება ის თავისუფლებაა, რაც „ქართული ოცნების" გუნდმა ბიზნესს მოუტანა. მან დაუბრუნა ბიზნესსა და ადამიანებს ღირსება. სწორედ ეს თავისუფლება აისახა კიდეც ამ პროგრესში. წინა ხელისუფლების დროს ამ მაჩვენებლით საქართველო ოცეულს მიღმა იყო", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ფრეიზერის ინსტიტუტის" მიერ მომზადებული „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ახალი რეიტინგი.

2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. „ფრეიზერის ინსტიტუტის" 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. 2019 წლის ანგარიშში საქართველო მე-9 ადგილზე იყო.     

„საქართველო ბოლო პერიოდში ყოველთვის ლიდერი ქვეყნების ტოპ-ათეულშია. წელს ჩვენ ძალიან ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, პოსტსაბჭოთა სივრცეში პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის რეფორმების დამსახურებაა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება" ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა გაიუმჯობესა ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა" და მყარი ვალუტა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics