|
2020-09-11 13:56:19, 3833 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკში“ იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი შპს-ს და ინდ. მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ბანკში მიუსვლელად გახდნენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები და დისტანციურად გახსნან ორგანიზაციის პირველი ანგარიში. იმისათვის, რომ კომპანიის დირექტორმა ანგარიში დისტანციურად გახსნას, ის, როგორც ფიზიკური პირი, საქართველოს ბანკის მომხმარებელი უნდა იყოს. მას შემდეგ რაც, შპს-ს ან ინდ. მეწარმე დისტანციურად გახდება საქართველოს ბანკის ბიზნესკლიენტი, ანუ გახსნის პირველ ანგარიშს, ის ავტომატურად მიიღებს ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა პროდუქტს. როგორიცაა: მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი. იმ შპს-სა და ინდ. მეწარმისთვის, რომელიც დისტანციურად გახსნის ანგარიშს, ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში სერვისები (მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი) სრულიად უფასო იქნება. საქართველოს ბანკი კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს, თბილისის მასშტაბით, ასევე უფასოდ სთავაზობს ბარათის ადგილზე მიტანის სერვისს. დისტანციური ანგარიშის გასახსნელად საკმარისია მომხმარებელმა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების ატვირთვის გარეშე შეავსოს მარტივი განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f59e48c49226a1119b41cf0 „როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს ბანკი ზრუნავს ბიზნესების ხელშეწყობასა და განვითარებაზე და იმაზე რომ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე, ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი წარუდგინოს. ამჯერად ბანკმა იურიდიულ პირებს ონბორდინგი დისტანციურად შესთავაზა. იმისათვის, რომ შპს-მ და ინდ. მეწარმემ გახსნას კომპანიის პირველი ანგარიში, ამისათვის საჭიროა, ის, როგორც ფიზიკური პირი, იყოს ჩვენი მომხმარებელი, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე შეავსოს მარტივი ფორმა, რის შემდეგაც ის ბიზნეს პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებს 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ მიიღებს“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)