|
2015-09-04 14:29:34, 793 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მე პატივცს ვცემ პარლამენტის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას და ამ კანონს ხელს მოვაწერ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ხელს მოაწერს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი არ მიეღოთ. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა მის ეკონომიკურ მრჩეველს გიორგი აბაშიშვილს და საპარლამენტო მდივანს გიორგი კვერენჩხილაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხდა. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთ, რომ ეს პოზიცია გაზიარებული ყოფილიყო პარლამენტში. სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს პოზიცია არ გაიზიარა. კონსტიტუციაში არსებობს სიმბოლური უფლება კანონზე ხელის არმოწერისა, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში. მინდა განვმარტო, რომ ეს არის სიმბოლური უფლება, რომელსაც აქვს თავისი მნიშვნელობა და რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იქნას გამოყენებული ადეკვატურად. ეს მხოლოდ ჟესტი იქნება, რადგან მერე მაინც პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს. ასეთი ჟესტი უნდა გამოიყენო მაშინ, თუ არასწორი კანონი კი არ იქნება მიღებული, როგორც მე ახლა მჯერა რომ არასწორია, არამედ თუ იქნება ისეთი კანონი მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც ძირითად საკაცობრიო ღირებულებებს, რომელსაც უბრალოდ არ შეგიძლია, ხელი მოაწერო. ასეთი შემთხვევა ახლა არ არის. ახლა არის კანონი, რომელზეც მე შევეცადე, რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით, უკეთესი. პარლამენტმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარა. მე პატივს ვცემ პარლამენტის პოზიციას, მეტიც იმ დიდ პასუხიმგებლობას, რომელიც მათ ამ ნაბიჯით თავისთავზე აიღეს. მე პატივცს ვცემ მათ აღებულ პასუხისმგებლობას და, რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერ ამ კანონს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, პარალმენტმა გუშინ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)