|
2020-05-22 11:11:35, 773 ნახვა
რეგიონი
ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეცნობიან
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს წარუდგინეს. ქვემო ქართლში გამართულ შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ გააცნეს და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთი შეხვედრები კვლავ გავაგრძელოთ, თითოეულ ფერმერს მივაწოდოთ ინფორმაცია, მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შეთავაზებები, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობს“ - აღნიშნა ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. კონსტანტინე ხუცაიძის განცხადებით, იმ პროგრამების მეშვეობით, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)