21:42 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 14:52:01, 843 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ფრიდონ ფუტკარაძემ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა.

,,მინდა ყველა მეთორმეტე კლასელს მოგილოცოთ სკოლის დამთავრება! ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. 

გისურვებთ წარმატებებსა და დასახული მიზნების განხორციელებას - იქნება ეს სტუდენტობა თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც თქვენთვის პრიორიტეტულია. 

რომ არა პანდემია, სკოლაში გატარებული 12 წლის საფინალო - ბოლო ზარი, რომელიც ტრადიციადაა ქცეული, წელსაც საზეიმოდ დაირეკებოდა თეთრი პერანგების, სახალისო ნახატების, სამახსოვრო წარწერების, მილოცვებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ფონზე.

მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. თქვენ ხართ გამორჩეული თაობა და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! გილოცავთ! გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს!", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics