|
2020-05-19 19:59:23, 1302 ნახვა
რეგიონი
სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება აქტიურად გრძელდება
დღეს სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მოსახლეობის მასობრივ PCR ტესტირებას ახორციელებენ. სოფელში იმყოფებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ. PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. მუშევანში რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალისტებმა 500-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. 304 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსი 45 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას. გუშინ სოფლიდან აღებული 130 ნიმუშის პასუხს ელოდებიან, დღეს კი მედიკოსებმა სულ 85 საკვლევი მასალა აიღეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 151 შეადგინა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 66 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ,,მუშევანში PCR ტესტებით მოსახლეობის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. გუშინ მედიკოსებმა სოფლიდან 130 ბიოლგიური ნიმუში აიღეს, რომელთა პასუხებსაც ამ დრომდე ველოდებით. სოფელში სტაბილური სიტუაციაა, მოსახლეობისგან ნიმუშების აღება ეტაპობრივად ხდება. დღეს სოფელში ლუგარის კვლევითი ცენტრის სპეციალისტები კვლავ იმყოფებიან, რომლებთან ერთად ჩვენ სამოქმედო გეგმაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)