|
2020-04-25 11:10:22, 3777 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის აპლიკაციების მიღება დაიწყო
მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის აპლიკაციების მიღება დაიწყო. შერჩეულ სტარტაპებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ გაიარონ აქსელერაციის პროცესი და თავიანთი პროდუქტი წარადგინონ გლობალურ ბაზარზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://ecosystems.500.co/500georgia საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის 500 Startups-ის შემოსვლა რეგიონალური მასშტაბის მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ასეთი კლასის აქსელერატორები შემოდიან მხოლოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებში, შესაბამისად დაინტერესებულები არიან ეკოსისტემის გაძლიერებაში და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაში. ასევე, აღსანიშნავია კერძო სექტორის ჩართულობა. საქართველოს ბანკი დამატებით ინვესტიციის სახით 1 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს სტარტაპებში. 500 Startups-ი წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვან სამ აქსელერატორს შორის. კომპანიას აქვს საკუთარი ვენჩერული საინვესტიციო ფონდი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს Sillicon Valley-ში, 454 მილიონი აშშ დოლარზე მეტი კაპიტალით. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)