14:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 18:43:40, 2850 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ რეკორდულად მოკლე დროში განახორციელა, საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 აპრილიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სხვა საჯარო უწყებებთან კოორდინაციითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რეკორდულად მოკლე დროში განახორციელა საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება, ქვეყნის 4 მსხვილ სააფთიაქო ქსელს უკვე მიაწოდა 1 მილიონამდე  პირბადე, რომელიც სუბსიდირებული ფასით იყიდება.  

შედეგად, დღეს საქართველოში დოლბანდისგან 12-შრიან პირბადეს 9 საწარმო ამზადებს.  ამ დროისთვის უკვე შეკერილია 1,750,000 ცალი პირბადე.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პირბადის ტესტირება ჩაატარა მიმდინარე წლის 13 მარტს და დაასკვნა, რომ 12-შრიანი პირბადის ნიმუში, რომელიც მზადდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე პირბადე" მონაწილე სამკერვალო საწარმოების მიერ, აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს და პირობებს და შესაძლებელია გამოყენებული იქნას მრავალჯერადად საყოფაცხოვრებო პირობებში.

ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორს ერთჯერადი სტანდარტული სამედიცინო პირბადეებით სრულად დააკმაყოფილებს წარმოება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა. ადგილობრივი წარმოების 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ" შეიძენს და სახელმწიფოს  უსასყიდლოდ გადასცემს. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. 

იმ დროს, როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა როგორც წარმოებული პირბადეების ხარისხობრივი მაჩვენებლების, ასევე წარმოებაში კორუფციული ინტერესების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ პანდემიისას, როდესაც მთელი საზოგადოება ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს, მსგავსი აბსურდული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics