14:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 17:35:20, 2930 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - შემდეგ კვირაში დავიწყებთ ონლაინ ვაჭრობით მომუშავე კომპანიების მონიტორინგს

ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შემდეგ კვირაში დაიწყება პრიორიტეტულად ონლაინ ვაჭრობის მქონე კომპანიების მონიტორინგი.

მისი თქმით, მოხდება იმ უსაფრთხოების სტანდარტების გადამოწმება, რომელიც ბიზნესებმა უნდა დააკმაყოფილონ.

„მინდა გულახდილად მოგახსენოთ, რომ იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით და იმ ვითარებისა, როდესაც ჩვენ შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში, გვიწევს განსაკუთრებული ზომების მიღება. საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას ვინც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან დაიწყოს ისევ მუშაობს. სამაგიეროდ, ამ პერიოდს ჩვენ ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, რათა დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი და გადამოწმება. გადამოწმება იმ უსაფრთხოების სტანდარტებისაა, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ შერბილება შემაკავებელი ზომების და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა ყველა იყოს ამისთვის მზად და შემოწმებისთვის დამატებითი დრო აღარ დაგვჭირდეს.

ასევე მინდა ვთქვა პრიორიტეტებთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის მართვას და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, ვინც დაკავებულია ონლაინ ვაჭრობით ან გადაერწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ შესაძლებლობა უსაფრთხო საქმიანობის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics