|
2020-04-17 12:13:17, 3925 ნახვა
ეკონომიკა
Extra.ge მომხმარებელს ახალი სერვისს - „გადამიდეთ“-ს სთავაზობს
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Extra.ge მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. იმ რეალობაში, როდესაც გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტის გაყიდვასა და მიწოდებას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელმისაწვდომობის აღდგენა. ამ მიზნით, Extra.ge -მ შეიმუშავა სერვისი - „გადამიდეთ“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წინასწარ შეიძინოს პროდუქტი, სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით. „გადამიდეთ“ - გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თადარიგი დაიჭირონ და იმ პროდუქტებზე, რომელიც სჭირდებათ ან უახლოეს მომავალში დასჭირდებათ, მაგრამ შესაძლოა მარაგში არ აღმოჩნდეს. ბიზნესისთვის ახალი პროდუქტი არის შესაძლებლობა, გააგრძელონ ოპერირება და არსებული მარაგიდან, მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზებაც, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე შეზღუდვა ვრცელდება. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად ისარგებლოს ამ სერვისით, საჭიროა შეარჩიოს სასურველი ნივთი - www.extra.ge - ზე, რომელსაც აქვს სპეციალური მონიშვნა - „გადამიდეთ“, გადაიხადოს ფასდაკლებული თანხა და ის იქნება პირველი, ვინც შეძენილ პროდუქტს შეზღუდვის მოხსნისთანავე, ადგილზე მიიღებს. „მოცემულ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლისთვის, შევიმუშავეთ სერვისი - „გადამიდეთ“ - რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, წინასწარ შეიძინონ პროდუქტი სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით, მეორეს მხრივ კი ვეხმარებით ბიზნესებს, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა და მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზება, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე ვრცელდება შეზღუდვა. ამ პროდუქტის მიწოდებას კი ექსტრა უზრუნველყოფს, როგორც კი მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება.“ - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ბუაძემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)