|
2020-04-16 17:37:48, 2020 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ქართული სტარტაპის მიერ შექმნილი სენსორული ღილაკები ერთ-ერთი კარგი ინოვაციაა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულმა პროექტმა - sensor.ge სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე არსებული ღილაკების გვერდით, რათა თავიდან იქნას აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს. სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში. კომპანიის წარმომადგენლებს დღეს პირადად შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ღილაკების მუშაობა ადგილზე გამოსცადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ისეთი მნიშნელოვანი ინოვაცია, რომელიც სამომავლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს, რადგან შეიზღუდება გარკვეული ტიპის ტექნიკასთან უშუალო - ხელით შეხება, რისი საჭიროებაც აქამდე იყო. „ქართულმა სტარტაპმა სენსორ.ჯი-მ წარმოგვიდგინა ახალი ინოვაციური სენსორული ღილაკები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მათ შორის ლიფტებში, ბანკომატებში, ყველგან სადაც გვიწევდა ღილაკზე ხელის შეხება ყოველდღიური ოპერაციების ჩასატარებლად. ამ იდეის მეშვეობით ეს შეძილება განხორციელდეს ხელის შეხების გარეშე დისტანციურად, რადგან სენსორები ხელის მოძრაობას გრძნობს და შეხება საჭირო აღარ არის", - აღნიშნა ნათია თურმავამ. მინისტრის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპს 15 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გამოუყო პირველი საცდელი პარტიის - 1000 ღილაკის გამოსაშვებად. „მინდა მადლობა გადავუხადო სენსორ.ჯი-ს ამ იდეისთვის. განსაკუთრებით იმისთვის, რომ გამოთქვეს სურვილი, პირველი 200 სენსორული ღილაკი სახელმწიფოს გადასცენ. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს კომპანიის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხო ტექნოლოგიის დანერგვას", - დასძინა ნათია თურნავამ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)