|
2020-04-16 10:12:27, 1992 ნახვა
ეკონომიკა
264 შემოწმებული კომპანიიდან ჯანდაცვის გაიდლაინები 224 - მა დააკმაყოფილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 - მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა. „რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგანაც 44 კომპანიაში გაიდლაინებს სრულად ასრულებენ. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად შემოწმდა 14 კომპანია, რომელიც ამჟამად საქმიანობას არ ეწევა. საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადარჩეული კომპანიებისგან სულ შემოწმდა 101 კომპანია. მათგან 68 კომპანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო 33 კომპანია - ვერა. რაც შეეხება 14 აპრილის სტატისტიკას, ორი საჯარო უწყების მიერ 40 კომპანიის 41 ობიექტი გადამოწმდა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისობასთან. აქედან: შემოწმდა 30 ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, საიდანაც ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობის მოთხოვნები დააკმაყოფილა 27 კომპანიამ. ასევე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით სულ შემოწმდა 9 კომპანია, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის შემვეობით მეშვეობით მოგვმართეს. მათგან 8 კომპანიამ გაიდლაინები დააკმაყიფილა, დანარჩენმა კი - ვერა”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)