|
2020-04-14 16:47:13, 2764 ნახვა
ეკონომიკა
საკურიერო მომსახურების ახალი კომპანიის - „მიმოს“ და „სტარტაპერის“ ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს
#თიბისიშენთვის ფარგლებში, პროგრამა „სტარტაპერი" და საკურიერო მომსახურების ახალი კომპანია „მიმო" დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ერთობლივ ინიციატივას სთავაზობენ. შეთავაზების ფარგლებში, პირველი 100 სტარტაპი, რომელიც „მიმოს" მომხმარებელი გახდება, საკურიერო მომსახურებას 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. საკურიერო მომსახურების ციფრული კომპანია „მიმო", რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას, შეკვეთის ონლაინ რეჟიმში კონტროლსა და სწრაფი მიწოდების სერვისს სთავაზობს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, „მიმოს" მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ბიზნესებისთვისაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კომპანიის სერვისების მიღებას უკვე ფიზიკურ პირებიც შეძლებენ. „მიმოს" გუნდს 100 თანამშრომელი ქმნის. კომპანია 8 საფოსტო ოფისსა და 4 ტერმინალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. „მიმოს" შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის - 032 2 050799; 032 2 050798, ასევე ელექტრონული ფოსტის: info@mimo.ge საშუალებით. უახლოეს მომავალში ამოქმედდება კომპანიის ვებ-გვერდიც.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)