|
2020-04-14 12:56:39, 2137 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - დავნერგავთ მექანიზმებს, რომელიც ახალ გადმოტანილ და ახალ წარმოქმნილ ბიზნესებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში დაეხმარება
„ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ახლანდელ პრობლემას ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ როგორც სამომავლო შესაძლებლობას. არ არსებობს გამოწვევა, რომელიც სწორად დანახვის შემთხვევაში, არ შეგიძლია აქციო შესაძლებლობად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სტუმრობისას. მისი თქმით, ბევრი საერთაშორისო კომპანია პოსტკოვიდურ პერიოდში ალტერნატიული ინდუსტრიული თუ ბიზნესპლატფორმის მოძიებას დაიწყებს. „კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, საქართველო ბევრი მაჩვენებლით გამორჩეული ქვეყანა იყო. მათ შორის, საქართველო მე-7 პოზიციაზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის თანახმად. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს გამჭვირვალე ბიზნესგარემო და ამით ძალიან მიმზიდველია პოტენციური ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო რეიტინგებით გვიკავია მესამე პოზიცია გადასახადების სიმარტივით კუთხით და ა.შ," - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სპეციალური მექანიზმების დასანერგად, რომელიც ახალგადმოტანილ და ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ. „ეს იქნება აპრობირებული მოსაზრება, რომელიც იქნება მხარდაჭერილი დონორების მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ, რომ ვეძებთ ისეთ დარგებს, სადაც ჩვენივე საკუთარი რესურსებით შეიძლება გავზარდოთ წარმოება და ბაზარზე იმპორტს შევუქმნათ კონკურენცია. ამავე დროს, საკუთარი წარმოების განვითარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის საექსპორტო წარმოების განვითარების ანტიპოდი. პირიქით, ჩვენი ბაზარი არ არის დიდი და იმისთვის, რომ შენი საკუთარი წარმოება აქციო კონკურენტუნარიანად, ის ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ შენს ბაზარზე, არამედ საექსპორტო ბაზარზე. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული სამრეწველო პლატფორმად, სადაც მოხდება პროდუქციის წარმოება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეულით. გარდა ამისა, გვინდა, მრეწველობის გარდა, მომსახურების ჰაბიც გავხდეთ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა," - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა სტარტაპებზე. მისი თქმით, კორონავირუსმა ამ მიმართულებასაც მისცა განსაკუთრებული განვითარების სტიმულ. „ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა ასევე გახდება ასეთი ბიზნესების წარმოჩენისა და განვითარების ქვეყანა," - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)