22:25 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 11:32:41, 2877 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს

რამდენიმე დღის წინ „ლიბერთის“ მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

„ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და ასევე, რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. ამ ახალი სერვისის შეთავაზებით, პირველ რიგში გვინდა ავამაღლოთ ბარათით გადახდის მოტივაცია და ასევე, შევამციროთ ბანკში ვიზიტის აუცილებლობა ნაღდი ფულის მისაღებად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს.

გვინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენს მომხმარებლებს კი მოვუწოდებთ, რომ დაიცვან რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან და ნაღდ ფულთან კონტაქტის შემცირების მიმართულებით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო  მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

ავერსი საქართველოში წარმოდგენილია 262 აფთიაქით ქალაქებსა და რეგიონებში.

PSP-ეს სააფთიაქო ქსელი მოიცავს 237 აფთიაქს საქართველოს მასშტაბით.

ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელი მოიცავს 205 აფთიაქს მთელი ქვეყნის მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics