|
2020-04-08 09:25:07, 2669 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ეკონომიკის სამინისტრომ ოპერატიულად იმუშავა, ბიზნესებმა შეძლეს პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება
„ბევრმა ბიზნესმა შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. აღნიშნულის გამო, მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოპერატიულობისთვისა და მყისიერი ღონისძიებებისთვის. „შექმნილ ვითარებაში მთელ მსოფლიოში ბევრი მიმართულების გადახედვა ხდება, იცვლება მიდგომები. ამიტომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ჩვენ გარკვეულ განსხვავებულ მიდგომებს შევთავაზებთ საზოგადოებას. ეს არის ადეკვატური რეაქცია კონკრეტულ გამოწვევებზე. ახალი გამოწვევები კი ასეთია - დღეს ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, ეს უკავშირდება პირველადი მოხმარების საქონელს, როგორც სასურსათოს, ისე არასასურსათოს, მათ შორის, სამედიცინოს. აღნიშნულ საკითხზე გაეროს ჰქონდა სპეციალური კვლევა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ; ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის ბიზნესსექტორთან ურთიერთობის კუთხით. ბევრმა ბიზნესმა საქართველოში შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელი შეიქმნა საგანგებო პირობებში. სოფლის მეურნეობის დარგი მყისიერად, ერთ დღეში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მას სჭირდება გარკვეული დრო სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ განვახორციელებთ პირველადი საჭიროებების წარმოებების მხარდაჭერას და წახალისებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)