|
2020-04-07 10:52:27, 2020 ნახვა
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულაციების მიზანს ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვა და მათთვის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადიანობის გაგრძელება წარმოადგენს
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება. შექმნილი გამოწვევიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომელთა მიზანსაც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვა და მათთვის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადიანობის გაგრძელება წარმოადგენს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით: • ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი /კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი / მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად, სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე; • გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ, ავტომატურად იქნება გაგრძელებული 6 თვის ვადით; • მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა ეწურებათ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოქმედებს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან დარეგისტრირდებიან სერტიფიკატის გასაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, რომელთა ჩატარებაც შეიზღუდა კორონავირუსის გამო, შეუძლიათ სერტიფიკატის გასაახლებლად გააკეთონ განაცხადი 2020 წლის 22 აპრილიდან. სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე გასცემს შესაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი დარეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე. ყველა ასეთ სერტიფიკატზე დადგინდება ვალდებულება, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა 9 თვის ვადაში, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. თუ მეზღვაური ამ ვადაში წვრთნას არ გაივლის, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება. საზღვაო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ ეხებათ იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც შესაბამის თანამდებობაზე პირველად ხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს მეშვეობით დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)