|
2020-04-02 10:48:10, 2359 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი - პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვცდილობთ, პირველ რიგში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში
„დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია. როგორც მან აღნიშნა, ამით სამინისტრომ უზრუნველყო, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოში წარმოებული პირბადეებით მოემარაგებინა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა. აღნიშნული დეფიციტური პროდუქციის წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან. ასევე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს საქართველოში წარმოებული პირბადეების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის. „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პირბადეები წარმოადგენს დეფიციტურ პროდუქტს. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალიან ოპერატიულად გაუწია ორგანიზება პირბადეების ადგილობრივი წარმოების ამოქმედებას. პირბადეები მზადდება დოლბანდისგან, ხოლო დამზადების ტექნოლოგია შეთანხმებული და დამტკიცებულია დაავადებათა ეროვნულ ცენტრის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა გაცილებით აჭარბებს მოწოდებას ბაზარზე, ვცდილობთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, პირველ რიგში, ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში. საუბარია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)