|
2020-04-01 17:08:48, 2132 ნახვა
ეკონომიკა
COVID-19 პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა
COVID-19 პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. როგორც ცნობილია, გეგმა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. „აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით გროვდებოდა. ასევე, უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში დაბალია და ბოლო წლებში საბანკო სექტორი სტაბილური მომგებიანობით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკის შედეგად შემცირებულია ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხების დოლარიზაცია, რაც ამცირებს ჩვენი მოსახლეობის მოწყვლადობას კურსის მერყეობისადმი. ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად, დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები ნაკლები და უფრო მდგრადი ვალით ხვდებიან“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში. ასევე, ეროვნული ბანკის სამოქმედო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების მეშვეობით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნეს საქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება. „საზედამხედველო გეგმის თანახმად, კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად. ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოთავისუფლდეს. ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად, რომელიც ბანკის კაპიტალს შეამცირებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნულ ბანკს აქვს ადექვატური მოცულობის უცხოური ვალუტის რეზერვები, რომელსაც ასევე დაემატება ახლო პერიოდში მოსალოდნელი სავალუტო შემოდინებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო ეროვნული ვალუტის მიწოდება მოხდება საჭიროების შესაბამისად იმ ფორმით და ოდენობით, რასაც ეკონომიკა მოითხოვს“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში. სების განცხადებით, კომერციული ბანკების მიერ ე.წ. სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზებულ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეარბილა საზედამხედველო მოთხოვნები, რათა მოქალაქეებისათვის ვალდებულებათა გადავადების პროცესში ბანკებს მაქსიმალური მოქნილობა ჰქონოდათ. „ეროვნული ბანკი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მუდმივ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან და თუკი ვირუსის შედეგად შემცირებული ეკონომიკური აქტივობისა და სირთულეების გამო, უმოქმედო სესხების წილი და საკრედიტო დანაკარგები მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება, ეროვნული ბანკი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს და მიიღებს დამატებით გადამჭრელ ზომებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს სები.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)