|
2020-03-30 12:49:15, 2961 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისელების" ჩართულობით, რეგიონებში 100 უფროსკლასელი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ლეპტოპებს მიიღებს
პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდება. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და არ აქვთ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხდა. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვნად შეძლონ დისტანციურად სწავლა, პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე მათი ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარება. „არსებულ რეალობაში ციფრული განათლება ერთდრულად გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თაობისთვის. გვსურს, იმ უფროსკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც კომპიუტერულ ტექნიკასთან და ინტერნეტთან არ აქვთ წვდომა, გავუმარტივოთ ცხოვრება და საშუალება მივცეთ, სასწავლო პროცესში შეუფერხებლად და სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები. თიბისის ბევრი აქტივობა აქვს ამ მიმართულებით დაგეგმილი, რაც ადამიანებს შექმნილი ვითარების გადალახვაში დაეხმარება." - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივება. მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: სოციალური დახმარების ინიციატივები, სადაც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე გაკეთდება; ასევე, თანხა ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლადაც გამოიყოფა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)