გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ვენტა კოცერე საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.