საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 18-20 ოქტომბერს, თბილისში, ორ კონცერტს გამართავს იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.