20:32 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 18:06:28, 3151 ნახვა

კულტურა
კინომუსიკის ამერიკელი კომპოზიტორი მირიამ კატლერი ტექნოპარკს ეწვია

ტექნოპარკში ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით კინომუსიკის ამერიკელმა კომპოზიტორმა მირიამ კატლერმა ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც მან აშშ-ს კინო ინდუსტრიის ძირითად ტრენდებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა, თუ რა უნარები და ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ აშშ-ს კინო ინდუსტრიის ბაზარზე ეგრედწოდებულ ფრილანსერად დამკვიდრდე, მიიღო მათგან გამოცდილება და გაეცნო ძირითად სამუშაო პრინციპებს. 

შეხვედრის მონაწილეები იყვნენ კრეატიული ინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება მიეცათ დამსწრე საზოგადოებისათვის საკუთარი ბიზნესის მიმართულებები გაეცნოთ, ესაუბრათ მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. 

მირიამ კატლერთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კულტურის სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს  ის პროექტები და პროგრამები, რაც ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის ხელშესაწყობად კეთდება. შეხვედრის ფორმატი ინტერაქციული სახის იყო, რაც დამსწრეებს საშუალებას აძლევდა მირიამ კატლერთან ერთად ემსჯელათ საქართველოში ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. 

მირიამ კატლერი ემის ნომინანტი კომპოზიტორია და ნამუშევარი აქვს ოსკარზე ნომინირებულ ათობით ფილმზე. ის ასევე კომპოზიტორთა ლაბის ერთერთი მთავარი მრჩეველია, ფილმის ექსპერტი აშშ-ში,  პროდუსინგი აქვს გაწეული ისეთი ცნობილი ალბომების ავტორებისათვის, როგორებიც არიან ნინა სიმონი და ჯო უილიამსი. მისგან გამოცდილების გაზიარება ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას მისცემს საშუალებას გაეცნოს მთავარ გამოწვევებს, უახლეს ტენდენციებს და დაეხმარება სწორედ განსაზღვრონ მომავალი სამოქმედო კურსი. 

საქართველოში მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარება, რადგან კრეატიულ ინდუსტრიის გაფართოებას უდიდესი დასაქმების პოტენციალი აქვს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე მკვეთრად აისახება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებასა და წინსვლაზე. უწევს დახმარებას ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მათ სხვადასხვა ინსტრუმენტებით უწყობს ხელს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics