ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ სოფიაში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი, თურქეთში მყოფი მიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე სირიელ ლტოლვილთა ბანაკში ჩასვლას გეგმავენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებს ე.წ. სავჩენკოს სასანქციო სიის დამტკიცებისკენ მოუწოდა, - აღნიშნული განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
სირიიდან თურქეთში ნასროლ რაკეტას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელმაც ბერძნულ კუნძულ ლესბოსზე მდებარე მიგრანტების ბანაკი მოინახულა, ვატიკანში 12 არალეგალი მიგრანტი წაიყვანა.
იაპონიის კუნძულ კიუსუზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, აეროპორტები დახურულია.
იაპონიის კუნძულ კიუსუზე, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს, - ამის შესახებ kyodo იუწყება.
ჯონ კერი რუსეთს ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
იაპონიაში მორიგი 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა. ათობით ადამიანი სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More