|
2016-11-10 16:13:57, 2017 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის გამარჯვების ფონზე, მსოფლიო ბირჟები პანიკამ მოიცვა
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, მსოფლიო ბირჟები პანიკამ მოიცვა, - ამის შესახებ სხვადასხვა უცხოური მედია საშუალებები იუწყებიან. როგორც გამოცემა Independent-ი წერს, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა, დოლარი კი, თითქმის ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ გაუფასურდა. მაგალითად, დოლარი ევროსთან და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში 2-2%-მდე გაუფასურდა, თითქმის 2%-იანი ვარდნა განიცადა შვეიცარული ფრანკის მიმართაც. გარდა ამისა, პოზიციები იაპონურმა იენმა გაიუმჯობესა. ამასთან, მექსიკურმა პესომ 13% დაკარგა და 20 პესოს ღირებულება - 1 აშშ დოლარი გახდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. მედიის ცნობით, ტრამპის გამარჯვების შედეგად აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არსებული კრიზისი, იმაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე 11 სექტემბერს. Dow Jones-ის ინდექსი 800 პუნქტით ანუ 4,5%-ით დაეცა, მაშინ როდესაც ბრიტანულმა FTSE 100-მა 3,6%-ი დაკარგა, იაპონურმა Nikkei-მ 6%-ი დაკარგა. ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, დოლარის გაუფასურების პარალელურად, 2,43%-ით გაიაფდა ნავთობი. მაგალითად, Brent-ის მარკის ბარელის ნავთობმა თითქმის 1 აშშ დოლარი დაკარგა და მისი ღირებულება 45 აშშ დოლარი გახდა. ბარელზე საწვავის ფასი 4%-ით დაეცა და 43,07 დოლარი შეადგინა, რაც სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Bloomberg-ის ინფორმაციით, ნავთობის ფასების დაცემის ფონზე ოქროს ფასი გაიზარდა, რომელიც ინვესტორებისთვის ფულის დაბანდების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა. საერთაშორისო ბირჟებზე შექმნილ პანიკას ქართველი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საერთაშორისო ბაზრებზე და ბირჟებზე მიმდინარე მოვლენები საქართველოზე ცოტა გვიან და ირიბ ზეგავლენას ახდენს: ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შოკი დაცხრა და დოლარი ნელნელა ისევ ძველ პოზიციებს უბრუნდება. არაფერი არ შეცვლილა ქართული ლარისთვის, რომელიც ამერიკულ ვალუტასთან გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის 1 დოლარი 2.4546 ლარი ღირს.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)