ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, - ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
2016 წელს სირიაში 652 ბავშვი დაიღუპა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ს ბავშვთა ფონდზე დაყრდნობით იუწყება.
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, მოსულზე იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ 180-მდე მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
სტამბოლში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.
თეთრი სახლის მდივანის შონ სპაისერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Wikileaks-ის მიერ დაზვერვის ცენტალური სააგენტოს დოკუმენტების გასაჯაროების გამო შეშფოთებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ Wikileaks-ის მიერ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ორგანიზაციამ ამერიკელების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა.
ერაყის სოფელ ჰაჯაჯში, ქორწილის დროს ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან ახლოს მდებარე სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმას 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
„ვიკილიქსი” ფარული მიყურადების შესახებ მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებული ოქსანა სევასტიდი შეიწყალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ საიმიგრაციო განკარგულებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე, ანკარაში 33 წლის რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Hürriyet იუწყება.
საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის” ლიდერი, მარინ ლე პენი რუსეთს ევროპის საფრთხედ არ მოიაზრებს. ამის შესახებ ლე პენმა ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიას ნაცისტური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More