|
2017-09-19 14:20:33, 2601 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც 100%-ით უკრაინულ გუნდს, „ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ
მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის ანტისემიტიზმზე ნებისმიერი მინიშნებაც კი მიუღებელია. "ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლა ჩემი ცხოვრების მთელი არსია. მე მაგალითად, ყოველთვის ვბლოკავ Facebook-ის მომხმარებლებს, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური შინაარსის კომენტარებს წერე. გუშინ, დაშა ჩიჟი სწორედ მისი განცხადების გამო დავითხოვე. ვერ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, ვინც ამ თემებზე მინიშნებებსაც კი აკეთებენ, ვინაიდან ასეთ ადამიანებს მე პირად მტრებად მივიჩნევ. იმედი მაქვს მეგობრებო, რომ გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს და შევებრძოლებით ასეთ გამოვლინებებს. მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ. მე ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინულ კონტექსტში ”ქართველობაზე” აქცენტის გაკეთება სულ სხვა მიზნით ხდება", - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)