გრიგორი კარასინი: თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, 2015 წლის დეკემბრიდან რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიან, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს, ახლა კი, თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოცემა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.