2017-12-10 14:41:31, 2381 ნახვა
მსოფლიო
კიევში საპროტესტო აქცია დაიწყო
კიევში საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეები შევჩენკოს ბულვარში ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე შეიკრიბნენ. მსვლელობა ევრომაიდნის მიმართულებით გაიმართება.
დღევანდელი მსვლელობა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ეწყობა. მარში ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრებამდე დაიგეგმა.
მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის პრეზდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
ავტორი: ,