"ყველას ვთხოვ, ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს, რადგან დიდი ალბათობით, მიზეზი ტექნიკური ზედამხედველობა იყო ", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სპორტის სასახლესთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.